ცნობილმა გამოცემა "Il mattino"-მ "ნაპოლის" შემტევზე, ვიქტორ ოსიმენზე ახალი ინფორამცია გაავრცელა.
წყაროს ცნობით, ნიგერიელ თავდამსხმელმსა და "პარტენოპეის" შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმება პრაქტიკულად შედგა.
როგორც ირკვევა, 24 წლის ფორვარდი ნეაპოლელებთან ხელშეკრულებას 2027 წლამდე გაახანგრძლივებს.
ასევე საგულისხმოა ისიც, რომ ახალი კონტრაქტის მიხედვით, ფეხბურთელის ანაზღაურება 10 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
გამოცემის ინფორმაციით, აუერლიო დე ლაურენტისის სურვილი ხელშეკრულების 2024 წლის იანვარშივე ოფიციალურად გაფორმებაა.
ცნობისთვის, ვიქტორს "ნაპოლისთან" ამჟამინდელი კონტრაქტი 2025 წელს ეწურება.