“ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ მისით..” - ლუის ენრიკემ პსჟ-ს ფეხბურთელი ყველასგან გამოარჩია “ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ მისით..” - ლუის ენრიკემ პსჟ-ს ფეხბურთელი ყველასგან გამოარჩია » Footballnews “ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ მისით..” - ლუის ენრიკემ პსჟ-ს ფეხბურთელი ყველასგან გამოარჩია
გათიშვა

“ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ მისით..” - ლუის ენრიკემ პსჟ-ს ფეხბურთელი ყველასგან გამოარჩია

“ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ მისით..” - ლუის ენრიკემ პსჟ-ს ფეხბურთელი ყველასგან გამოარჩია
3 საათის და 31 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ლიგა 1-ის ეგიდით "მეცთან" გამართული მატჩის შემდეგ "პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მედიასთან ისაუბრა და ილია ზაბარნი შეაქო.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, უკრაინელის სათამაშო ფორმით კმაყოფილია.

"ზაბარნი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ ის ცენტრალური მცველია. 

"ცენტრალურ მცველს ნახევარდაცვაში თითქმის არასდროს ვათამაშებ, რადგან ეს განსხვავებულ თვისებებს მოითხოვს. უფრო შემტევ ასპექტში, ვიდრე დაცვითი კუთხით.

"თუ შეხედავთ, ვინ თამაშობს ჩემი გუნდის ნახევარდაცვის ხაზში, ნახავთ, რომ შეტევით ფაზაში ყველა ძალიან ძლიერია. მაგრამ ზაბარნიმ შესანიშნავად ითამაშა და მისით კმაყოფილი ვარ. 

"ეს მისი პირველი სეზონია და ყოველ მატჩში უფრო და უფრო თავდაჯერებული ხდება", - ლუის ენრიკეს სიტყვებს Footmercato ციტირებს.


FACEBOOK კომენტარები