საფონოვი თუ შევალიე? - მეკარე, რომელიც "პსჟ"-ს დატოვებს საფონოვი თუ შევალიე? - მეკარე, რომელიც "პსჟ"-ს დატოვებს » Footballnews საფონოვი თუ შევალიე? - მეკარე, რომელიც "პსჟ"-ს დატოვებს
გათიშვა

საფონოვი თუ შევალიე? - მეკარე, რომელიც "პსჟ"-ს დატოვებს

საფონოვი თუ შევალიე? - მეკარე, რომელიც "პსჟ"-ს დატოვებს
18 საათის და 29 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ფრანგული გამოცემები ახალ ინფორმაციას ავრცელებენ - როგორც ირკვევა, ლუის ენრიკემ ზაფხულში ახალი მეკარის დამატება მოითხოვა.

ბუნებრივია ეს ნიშნავს, რომ შევალიე და საფონოვიდან ერთ-ერთი გუნდს აუცილებლად დატოვებს.

წყაროების ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენის დატოვებასთან უფრო ახლოს ლუკას შევალიეა, რადგან როგორც ირკვევა ფრანგ მეკარესა და ლუის ენრიკეს შორის არც ისე კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

ცნობილი ხდება, რომ ლუკას შევალიეს მიმართ ინტერესს რამდენიმე ევროპული კლუბი უკვე იჩენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში პარი სენ-ჟერმენმა ფრანგის სანაცვლოდ სოლიდური შეთავაზება თუ მიიღო, პარიზელები ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებენ. 

რაც შეეხება მატვეი საფონოვს, ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, რუსი მეკარე მომდევნო სეზონშიც პარი სენ-ჟერმენის ღირსებას დაიცავს.


FACEBOOK კომენტარები