მძიმე ინფორმაცია პსჟ-სთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მძიმე ინფორმაცია პსჟ-სთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ » Footballnews მძიმე ინფორმაცია პსჟ-სთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

მძიმე ინფორმაცია პსჟ-სთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ

მძიმე ინფორმაცია პსჟ-სთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ
5 საათის და 16 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

საფრანგეთის ბოლო ტურში გამართულ შეხვედრაში უსმან დემბელე მოედანი მცირე ტრავმით დატოვა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარის სენ-ჟერმენში მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელის დაზიანება სერიოზული არ არის.

ირკვევა, რომ უსმანმა მატჩის მიმდინარეობისას მოედანი ტკივილებით დატოვა, რამაც გულშემატკივრებში შეშფოთება გამოიწვია, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ.

თუმცა RMC Sport-ის ცნობით, კლუბში სიტუაციას უფრო პრევენციულ ზომად აღიქვამენ და ფიქრობენ, რომ შეცვლა სიფრთხილის გამო განხორციელდა, რათა ფინალის წინ რაიმე გართულება არ მომხდარიყო.

დემბელეს დამატებითი სამედიცინო შემოწმებები ჩაუტარდება, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა საბოლოოდ შეფასდება, თუმცა ამ ეტაპზე პსჟ-ში ოპტიმიზმი სუფევს.

FACEBOOK კომენტარები