UEFA-მ "პარის სენ-ჟერმენს" ფულადი ჯარიმა გამოუწერა UEFA-მ "პარის სენ-ჟერმენს" ფულადი ჯარიმა გამოუწერა » Footballnews UEFA-მ "პარის სენ-ჟერმენს" ფულადი ჯარიმა გამოუწერა
გათიშვა

UEFA-მ "პარის სენ-ჟერმენს" ფულადი ჯარიმა გამოუწერა

UEFA-მ "პარის სენ-ჟერმენს" ფულადი ჯარიმა გამოუწერა
6 საათის და 9 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

პარიდ სენ-ჟერმენი უეფამ იმ ინციდენტების გამო დასაჯა, რომლებიც გასულ თვეში, ბუდაპეშტში „არსენალის“ წინააღმდეგ გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალისას, კლუბის გულშემატკივრების მონაწილეობით მოხდა. 

უეფას კონტროლის, ეთიკისა და სადისციპლინო ორგანომ ფინალის დროს ქომაგების ქცევის შესახებ გამოძიება დაიწყო და საფრანგეთის ჩემპიონებს შესაბამისი სანქციები დაუწესა.

კლუბს პიროტექნიკის გამოყენებისთვის 80,000 ევროს გადახდა დაეკისრა, რასაც მოედანზე ნივთების სროლისთვის დამატებით 10,875 ევროც დაემატა. 

შესაბამისად, ჯარიმის სახით პსჟ საერთო ჯამში 90,875 ევროს გადაიხდის.

FACEBOOK კომენტარები