სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ ქართველი ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში დაბრუნდნენ.
ლიგა 2-ის მომავალ ტურში ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი ლე მანს უმანსპინძლებს.
მატჩამდე 1 დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე მწვანეების მთავარ მწვრთნელთან ერთად ქართველიც გამოვიდა.
ზურიკომ თავის მომავალთან დაკავშირებითაც ისაუბრა:
“ზაფხულში რამდენიმე მატჩის გამოტოვება მომიხდა, მაგრამ ამჟამად თავს მშვენივრად ვგრძნობ. იმედია, ეს მომავალ თამაშებშიც გამოჩნდება და ისევე შევძლებ გუნდის დახმარებას, როგორც ეს ბოლო ტურში, მონპელიესთან გავაკეთე.
რაც შეეხება გავრცელებულ ხმებს, ყურადღებას არ ვაქცევ. ჭორები გასულ ზაფხულსაც ბევრი ვრცელდებოდა და ეს რთული პერიოდი იყო. მე სენტ ეტიენის ფეხბურთელი ვარ, აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მსურს, ამ გუნდის მაისურით მაქსიმუმი გავიღო. არ მაინტერესებს, რას საუბრობენ გარშემო, მთელი ყურადღება ჩემი სამუშაოსკენ მაქვს მიმართული", - განაცხადა ზურიკომ.
შეგახსენებთ, რომ მედიაში ბეშიქთაშის დავითაშვილისადმი დიდი ინტერესის შესახებ ბევრი იწერება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ