ფრანგული პრესა აღფრთოვანებას ვეღარ მალავს - ზურიკო მოვლენათა ეპიცენტრშია ფრანგული პრესა აღფრთოვანებას ვეღარ მალავს - ზურიკო მოვლენათა ეპიცენტრშია » Footballnews ფრანგული პრესა აღფრთოვანებას ვეღარ მალავს - ზურიკო მოვლენათა ეპიცენტრშია
გათიშვა

ფრანგული პრესა აღფრთოვანებას ვეღარ მალავს - ზურიკო მოვლენათა ეპიცენტრშია

ფრანგული პრესა აღფრთოვანებას ვეღარ მალავს - ზურიკო მოვლენათა ეპიცენტრშია
6 საათის და 36 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ლიგა 2-ის გასულ ტურში სენტ-ეტიენმა ლავალი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ზურიკო დავითაშვილმა გოლის გატანა კვლავ შეძლო.

გარდა ამისა, ქართველი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ზურიკომ ბოლო 2 მატჩში მესამე გოლის გატანა მოახერხა და მშვენიერ ფორმაშიც შევიდა.

წელს დავითაშვილი ყველა ტურნირზე 12 გოლით სენტ-ეტიენის მთავარი მეგოლეა.

ქართველს ამ კარგ შედეგებს ფრანგული პრესაც არ უკარგავს:

"პირველი გოლი საკმაოდ მალე ტრავმიდან დაბრუნებულმა ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. ის მიმდინარე სეზონში სენტ-ეტიენის მხსნელად იქცა. ქართველმა მე-20 ჩატარებულ მატჩში მე-11 გოლი გაიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ სტასინს გოლების გატანა უჭირს, ზურიკო აქ არის და ფორმაში შევიდა. ის ახლა ბომბარდირთა დავის სამეულშია. შაბათ საღამოს, სენტ-ეტიენის გულშემატკივართა ტრიბუნის წინ, 24 წლის ზურიკო დავითაშვილი სიხარულით ხტუნავდა", - წერს L'equipe.

FACEBOOK კომენტარები