"4 მატჩი ნაკრებში?" - ქოჩორამ ესპანელების ინტრიგნულ კითხვას უპასუხა "4 მატჩი ნაკრებში?" - ქოჩორამ ესპანელების ინტრიგნულ კითხვას უპასუხა » Footballnews "4 მატჩი ნაკრებში?" - ქოჩორამ ესპანელების ინტრიგნულ კითხვას უპასუხა
გათიშვა

"4 მატჩი ნაკრებში?" - ქოჩორამ ესპანელების ინტრიგნულ კითხვას უპასუხა

"4 მატჩი ნაკრებში?" - ქოჩორამ ესპანელების ინტრიგნულ კითხვას უპასუხა
1 საათის და 38 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
უგულშემატკივრე Black Fortress-ს

ლა ლიგის მორიგ ტურში გიორგი ქოჩორაშვილის სევილია ლევანტეს დაუპირისპირდება.

ქართველმა თავის ყოფილ გუნდთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა:

"ნაკრებში 4 თამაში მქონდა, რაც ყოველთვის რთულია, როცა სამ დღეში ერთხელ გიწევს თამაში, თუმცა უკვე აქ ვარ, დავბრუნდი სახლში. უკვე ვივარჯიშეთ და მთელი შემართებით მოვემზადებით მატჩისთვის.

როგორ ვგრძნობ თავს ფიზიკურად? მზად ვარ მწვრთნელის ნებისმიერი დავალების შესასრულებლად. ვარჯიში 3-4 საათს გრძელდება, მაგრამ მე 24 საათის განმავლობაში ფეხბურთზე ვფიქრობ. შევეცდებით, მაქსიმალურად აღვიდგინოთ ძალები. მოუთმენლად ველოდები მატჩს „ლევანტესთან“ - იმ კლუბთან, სადაც ჩემი პროფესიული კარიერა დაიწყო. ვესაუბრე ვისენტე იბორას, ძლიერი გუნდი ჰყავთ და ვიცი, რომ მარტივი მატჩი არ იქნება.

რას ვაკეთებ, როცა საქმე კარგად არ მიდის? მნიშვნელოვანია, გარშემო ისეთი ადამიანები გყავდეს, რომლებიც ამ მომენტში დაგეხმარებიან. ჩემს პარტნიორს ყოველთვის ვესაუბრები, მაგრამ ასევე ვმუშაობ ფსიქოლოგთან და ანალიტიკოსთან გამოსავლის მოსაძებნად.

ესპანელი მსაჯები? ფეხბურთი მსაჯებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ, მაგრამ მათაც, ისევე როგორც ნებისმიერ ჩვენგანს, აქვთ კარგი და ცუდი დღეები. შეცდომებს ისინიც უშვებენ. ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს - მე საკუთარ თამაშზე ვარ კონცენტრირებული და ვერ ვისაუბრებ იმაზე, რაც ჩემზე არაა დამოკიდებული“.

ცნობისთვის, ლევანტესა და სევილიას მატჩი 12 ოქტომბერს 23:00 საათზე დაიწყება.

გირჩევთ