აი, რატომ დაიჩაგრა კვარა - გავიხსენოთ ხვიჩას მონაგარი წინა სეზონში აი, რატომ დაიჩაგრა კვარა - გავიხსენოთ ხვიჩას მონაგარი წინა სეზონში » Footballnews აი, რატომ დაიჩაგრა კვარა - გავიხსენოთ ხვიჩას მონაგარი წინა სეზონში
გათიშვა

აი, რატომ დაიჩაგრა კვარა - გავიხსენოთ ხვიჩას მონაგარი წინა სეზონში

აი, რატომ დაიჩაგრა კვარა - გავიხსენოთ ხვიჩას მონაგარი წინა სეზონში
1 საათის და 27 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მე-6 ადგილზე გაამწესეს.

ობიექტური თვალსაზრისით, ქართველი მინიმუმ ხუთეულში ყოფნას იმსახურებდა, თუ მოგებას არა.

განვიხილოთ მის წინ მყოფი ფეხბურთელები:

1. ჰარი კეინი - არცერთი მნიშვნელოვანი ტიტული (ბუნდესლიგა და გერმანიის თასი) + ჩემპიონთა ლიგიდან გააგდო პირადად კვარამ.

2. კილიან მბაპე - არცერთი მნიშვნელოვანი ტიტული.

3. ლამინე იამალი - ჩავარდნილი საკლუბო სეზონი.

4. როდრი - ჩავარდნილი საკლუბო სეზონი.

5. ლიონელ მესი - ამ შემთხვევაში რთულია რამის თქმა, თუმცა ყველას იცის, რომ ლეო აქ მხოლოდ იმიტომაა, რომ ლეოა.

გავიხსენოთ ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკაც 2025/26 სეზონში:

ტიტულები:

ჩემპიონთა ლიგა

უეფას სუპერთასი

საკონტინენტთაშორისო თასი

ლიგა 1

საფრანგეთის სუპერთასი

დასახელდა ჩემპიონთა ლიგის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ

48 მატჩი ყველა ტურნირზე:

19 გოლი

11 საგოლე გადაცემა

16 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე:

10 გოლი

6 საგოლე გადაცემა

გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ხვიჩა კვარაცხელია დაიჩაგრა...

გირჩევთ