ცნობილმა იტალიურმა გაზეთმა Gazzetta Dello Sport-მა საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილ ფეხბურთელ, ამჟამად თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა.
დიალოგი უმეტესწილად „მილანზე“ საუბარს დაეთმო - კალაძის პერიოდის „როსონერის“ და თანამედროვეს. გარდა ამისა, კალაძემ სილვიო ბერლუკონიზეც ილაპარაკა:
- 2001 წლის 4 თებერვალს, „მილანში“ თქვენი დებიუტი შედგა...
- ძალიან კარგად მახსოვს ის მატჩი.ლეონარდოსგოლით 1:0 მოვიგეთ და ჩემი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვიყავი. მილანში ხშირად ჩამოვდივარ, ეს ჩემი მეორე სახლია. ამ ქალაქმა უამრავი რამ მომცა. ძალიან ახალგაზრდა ჩამოვედი და როცა წავედი, უკვე კაცი ვიყავი.
- კახა, ეს ისევ შენი „მილანია“?
- ცხადია, არა, რადგან სილვიო ბერლუსკონი აღარ არის. და, ზოგადად, იტალიური ფეხბურთი მთლიანობაში შეიცვალა. როდესაც აქ მოვედი, სერია A ევროპის საუკეთესო ლიგა და მსოფლიო დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ, არა მხოლოდ „მილანში“, „ინტერში“ ან „იუენტუსში“, არამედ „პარმაში“, „ფიორენტინაში“, „ლაციოსა“ დ „რომაში“. დღეს ტექნიკური ხარისხი გაცილებით დაბალია.
- მილანმა ბოლოს ჩემპიონთა ლიგა ინძაგის დუბლით მოიგო, რომელიც ინდივიდუალური ტექნიკით არ გამოირჩეოდა...
- პიპო საოცარი იყო. ვარჯიშებზე ხშირად ვეხუმრებოდით, რადგან 10-ჯერ აკენწვლაც არ შეეძლო. თუმცა, მას რაღაც თანდაყოლილი ნიჭი ჰქონდა, რაც შესანიშნავ ფორვარდად აქცევდა.
- ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, რომლის მეურვეობაც მოგიწიათ?
- არ ვიცი, მაგრამ იბრაჰიმოვიჩს ვიტყოდი. ზლატანს საოცარი ფიზიკური ძალა ჰქონდა და მახსოვს, 1:2 წაგებულ დერბიში ნამდვილად ძალიან გამიჭირდა მის წინააღმდეგ.
- ჩემპიონთა ლიგა „მილანის“ გარეშე როგორია?
- ფაზის ეტაპის ბოლო ტური ძალიან სანახაობრივი იყო, მაგრამ გარკვეულ მომენტში ჩემს თავს ვუთხარი: რაღაც აკლია. და, ეს რაღაც „მილანი“ იყო. მაქს ალეგრი მართალია, როცა ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება მოვალეობაა.
- იცით, რომ 31 მაისიდან აღარ ხართ ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო?
- ვიცი, ვიცი. ძალიან გამიხარდა კვარაცხელიას გამო, რომელსაც პირადად ვიცნობ. მამამისი ჩემთან ერთად თამაშობდა. ის კარგი ბიჭია, ზედმეტაც მორცხვიც და განსაკუთრებული ფეხბურთელი. თუმცა, ახლა მე ერთადერთი ვარ, ვინც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო (იცინის - რედ).
- „მილანს“ დავუბრუნდეთ. ალეგრიმ „მილანი“ დააბრუნა წინა სეზონში მერვე ადგილის შემდეგ. ეს აღზევების დასაწყისია?
- ბევრი ივიწყებს, მაგრამ როცა მე „მილანში“ მოვხვდი, საქმეები არც ისე კარგად მიდიოდა. კლუბს რამდენიმე წელი ტიტული არ ჰქონდა მოგებული და სატურნირო ცხრილშიც კარგ პოზიციაზე არ იყო. ანჩელოტის მოსვლა გადამწყვეტი აღმოჩნდა. დღევანდელი „მილანის“ რამდენიმეწლიანი უტიტულობის შემდეგ მოდის, ალეგრი შესანიშნავად მუშაობს. მან სწორი მენტალიტეტი აღადგინა და „როსონერი“ გუნდურად თამაშობს, რაც გამარჯვებისთვის აუცილებელი პირველი ნაბიჯია.
- ანჩელოტის განკარგულებაში ჩემპიონები იყვნენ. დღევანდელ „მილანს“ ჰყავს დიდი ფეხბურთელები?
- როგორც ვთქვი, საერთო ჯამში ხარისხი დაეცა, ამიტომ შედარება რთულია. ჩვენი წარმატების საიდუმლო მხოლოდ ფეხბურთელების ხარისხი არ იყო. ჩემი „მილანი“ ოჯახივით იყო, ხშირად დავდიოდით ვახშამზე ერთად და ძალიან ერთიანი გუნდი ვიყავით. ამ ასპექტმა განსხვავება შექმნა.
- ვინ მოგწონთ დღევანდელი გუნდიდან?
- პულიშიჩს გოლის გატანის ნიჭი აქვს. მოდრიჩზე საუბარი ადვილია, მისი ასაკის მიუხედავად, რომელიც ჩემს ასაკთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მის ბევრ თანაგუნდელთან (იცინის - რედ). არ მინდა, გამომრჩეს, მენიო, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.
- და ლეაო?
- ვიცი, რომ იტალიაში მას ბევრს აკრიტიკებენ, მაგრამ ის საოცარად ძლიერია, როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურად. უდავოა, რომ „მილანისთვის“, რომელსაც გამარჯვება სურს, ფუნდამენტურ ფეხბურთელად მივიჩნევ.
- არის თუ არა, ამ „მილანში“ ახალი კალაძე?
- პავლოვიჩს ვიტყოდი, რადგან ჩემსავით ცაციაა და ფიზიკურად ძლიერია. ის ჯერ კიდევ ახალგაზდაა და ზოგიერთ ასპექტში მომწიფება სჭირდება, მაგრამ სწორ გზაზეა.
- შესანიშნავ მცველზე საუბრისას: როგორი იყო გასახდელში პაოლო მალდინის ნახვა 25 წლის წინ?
- უბრალოდ ვიტყვი, რომ ბავშვობაში მისი პოსტერი ჩემს საძინებელში მქონდა. როდესაც შევჩენკო „მილანში“ გადავიდა, რომელიც ჩემი თანაგუნდელი კიევის „დინამოში“ იყო, პაოლოს შესახებ უამრავ კითხვას ვუსვამდი. თუმცა, სანამ მას არ გაოცნობ, ვერ გაიგე, როგორია. როდესაც „მილანში“ მოვხვდი, მივხვდი, რატომ იყო ასეთი დიდი. ის თავმდაბალი, გამორჩეული ადამიანია, ფენომენალურ ფეხბურთელობამდე. მან ბევრ რამ მასწავლა.
- პოლიტიკაში წასვლის შემდეგ ბერლუსკონისგანაც რაღაც უნდა გესწავლათ...
- რა თქმა უნდა. ერთ ისტორიას მოგიყვებით: 2008 წელს საქართველოში ომი იყო, საშინელი სიტუაცია. ბერლუსკონისთან მივედი, რადგან ვიცოდი, რომ პუტინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ვკითხე, შეეძლო თუ არა, რამე გაეკეთებინა. მან ჩემი თანდასწრებით დაურეკა პუტინს და მალევე მშვიდობამ დაისადგურა. ჩემთვის სილვიო მხოლოდ დიდი პრეზიდენტი, მეწარმე და პოლიტიკოსი არ იყო, უპირველეს ყოვლისა, ის დიდი ადამიანი იყო.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ