“ხვიჩა ბენზემას აღწერას ერგება..” - რას წერს ცნობილი გამოცემა კვარაზე “ხვიჩა ბენზემას აღწერას ერგება..” - რას წერს ცნობილი გამოცემა კვარაზე » Footballnews “ხვიჩა ბენზემას აღწერას ერგება..” - რას წერს ცნობილი გამოცემა კვარაზე
გათიშვა

“ხვიჩა ბენზემას აღწერას ერგება..” - რას წერს ცნობილი გამოცემა კვარაზე

“ხვიჩა ბენზემას აღწერას ერგება..” - რას წერს ცნობილი გამოცემა კვარაზე
36 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

როგორც მოგეხსენებათ, რეალური შანსია იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის ოქროს ბურთი მოიგოს.

ცნობილი საფეხბურთო გამოცემა Tribuna ამ თემაზე სტატიას აქვეყნებს და მათი აზრით უმთავრეს ფავორიტზე ხვიჩაზე წერს.

"ვის შეიძლება კარიმ ბენზემაზე უკეთ სცოდნოდა, თუ ვინ იმსახურებს „ოქროს ბურთს“? არავის! მისი 2021/22 წლების სეზონი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რა არის საჭირო „ოქროს ბურთის“ მოსაგებად. 

"მადრიდის „რეალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 44 გოლი გაიტანა, მათ შორის 27 ლა ლიგაში და 15 ჩემპიონთა ლიგაზე. ამით მან გამორჩეული სტატისტიკა შეუთავსა თავის გავლენას გუნდზე, რომელმაც ევროპული ტიტულიცა და ესპანეთის ჩემპიონატიც მოიგო.

"2026 წლის „ოქროს ბურთის“ რბოლა სრულიად ღიაა და პრესტიჟული ჯილდოსთვის რამდენიმე პრეტენდენტი იბრძვის. მათ შორისაა პსჟ-ის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ბენზემას მიერ აღწერილ ნამდვილი „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის პროფილს ალბათ უმეტესობაზე უკეთ ერგება", - წერს გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ რას ამბობდა რამდენიმე წლის წინ კარიმ ბენზემა, თუ ვინ უნდა იყოს ზოგადად ამ ჯილდოს გმარჯვებული:

"ჩემთვის, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული არის ის, ვინც იტანს გოლებს, ქმნის გოლებს. რთულ მომენტებში ის არის იქ, ვინც გუნდს წინ მიუძღვის. 

"ეს ბევრ მსგავს რამეს მოიცავს. საქმე მხოლოდ გოლების გატანაში, ან არ ვიცი რაში, ან უბრალოდ ტიტულების მოგებაში არ არის. 

"ეს ყველაფრის ნაზავია. შენი ქცევა მოედანზე. რეალურად ყველაფერი, რაც ამას ახლავს თან", - ამბობდა ბენზემა.

FACEBOOK კომენტარები