როგორც მოგეხსენებათ, რეალური შანსია იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის ოქროს ბურთი მოიგოს.
ცნობილი საფეხბურთო გამოცემა Tribuna ამ თემაზე სტატიას აქვეყნებს და მათი აზრით უმთავრეს ფავორიტზე ხვიჩაზე წერს.
"ვის შეიძლება კარიმ ბენზემაზე უკეთ სცოდნოდა, თუ ვინ იმსახურებს „ოქროს ბურთს“? არავის! მისი 2021/22 წლების სეზონი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რა არის საჭირო „ოქროს ბურთის“ მოსაგებად.
"მადრიდის „რეალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 44 გოლი გაიტანა, მათ შორის 27 ლა ლიგაში და 15 ჩემპიონთა ლიგაზე. ამით მან გამორჩეული სტატისტიკა შეუთავსა თავის გავლენას გუნდზე, რომელმაც ევროპული ტიტულიცა და ესპანეთის ჩემპიონატიც მოიგო.
"2026 წლის „ოქროს ბურთის“ რბოლა სრულიად ღიაა და პრესტიჟული ჯილდოსთვის რამდენიმე პრეტენდენტი იბრძვის. მათ შორისაა პსჟ-ის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ბენზემას მიერ აღწერილ ნამდვილი „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის პროფილს ალბათ უმეტესობაზე უკეთ ერგება", - წერს გამოცემა.
აქვე გეტყვით, რომ რას ამბობდა რამდენიმე წლის წინ კარიმ ბენზემა, თუ ვინ უნდა იყოს ზოგადად ამ ჯილდოს გმარჯვებული:
"ჩემთვის, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული არის ის, ვინც იტანს გოლებს, ქმნის გოლებს. რთულ მომენტებში ის არის იქ, ვინც გუნდს წინ მიუძღვის.
"ეს ბევრ მსგავს რამეს მოიცავს. საქმე მხოლოდ გოლების გატანაში, ან არ ვიცი რაში, ან უბრალოდ ტიტულების მოგებაში არ არის.
"ეს ყველაფრის ნაზავია. შენი ქცევა მოედანზე. რეალურად ყველაფერი, რაც ამას ახლავს თან", - ამბობდა ბენზემა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ