ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებას ხვიჩა კვარაცხელია გამოეხმაურა.
ჩვენი მთავარი გუნდის და "ნაპოლის" ლიდერმა სოციალურ ქსელში ზურიკო დავითაშვილს ბრწყინვალე გოლი მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ 21-წლამდელთა გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი მოიპოვა და 1/4 ფინალში მეტოქის გარკვევას ელოდება.