გათიშვა

"არ დანიშნოთ მეკარე კაპიტნად" - უეფას მიმართვა ევრო 2024-ის მონაწილე გუნდებს

"არ დანიშნოთ მეკარე კაპიტნად" - უეფას მიმართვა ევრო 2024-ის მონაწილე გუნდებს
7 თვის წინ
გიორგი სოხაძე

UEFA-მ ევრო 2024-ზე მონაწილე ეროვნულ ნაკრებებს ინსტრუქციები დაურგია, რომელშიც ქცევის წესები და სიახლეებია მოცემული.

როგორც ცნობილი გახდა, მომავალ ევროპის ჩემპიონატზე მსაჯთან კამათის უფლება მხოლოდ გუნდის კაპიტნებს ექნებათ, ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი, რომელიც მატჩის არბიტრს შეეკამათება ყვითელი ბარათით დაისჯება.

"კაპიტანის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, თანაგუნდელებმა პატივი სცენ მსაჯს, შეინარჩუნონ დისტანცია და როგორც უკმაყოფილების გამოხატვის დროს ხდება, ალყაში არ მოაქციონ“, – თქვა მსაჯთა კორპუსის ხელმძღვანელმა, რობერტო როზეტიმ.

იმ შემთხვევაში თუ ერვნულ გუნდს მეკარე კაპიტნობს, მსაჯთან საუბრის უფლება ერთ-ერთ, შერჩეულ, მინდვრის მოთამაშეს ექნება.

ამ ყველაფრის ფონზე კი UEFA გუნდებს ურჩევს, რომ კაპიტნად მეკარე არ აირჩიონ, რათა მსაჯთან კომუნიკაცია უფრო მარტივი იყოს.

აქვე შეგახსებეთ, რომ სადეიუტო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს გურამ კაშია უკაპიტნებს.

FACEBOOK კომენტარები