ქართული ფეისბუქ გვერდი, "აჭარის ფეხბურთი" ქართველ მილიარდელზე, მიხელ ლომთაძეზე წერს, რომელმაც 2024 წელს ინგლისური კლუბი შეიძინა,
ისინი იმედოვნებენ, რომ ბიზნესმენი ერთ დღესაც მშობლიურ ბათუმის "დინამოს" შეიძენს და კლუბს რთულ პერიოდს გადაატანინებს.
"მიხეილ ლომთაძე - ბათუმელი მილიარდერი, რომელმაც ინგლისური კლუბი შეიძინა.
ბათუმში დაბადებული მილიარდერი მიხეილ ნუგზარის ძე ლომთაძე (დ. 17 ოქტომბერი, 1975) დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ბიზნესმენია მსოფლიოში. იგი ტექნოლოგიური გიგანტის Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარეა, ასევე ინვესტორია კომპანიებში „კოლიოსა“, „შინი“ და „მარკეტი“.
„ფორბსის“ 2024 წლის რეიტინგის მიხედვით, ლომთაძე სიმდიდრით ბიძინა ივანიშვილსაც გაუსწრო — მისი ქონება 5.2 მილიარდი დოლარია, რაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 581-ე ადგილს ნიშნავს.
განსაკუთრებული ინტერესით შეხვდა საფეხბურთო საზოგადოება ცნობას, რომ ბათუმელმა მილიარდერმა 2024 წელს ინგლისური კლუბი “უაიკომბ უონდერერსი” შეიძინა, რომელიც ამჟამად ქვეყნის მესამე დივიზიონში გამოდის და ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ გუნდად ითვლება. შარშან ძალიან ცოტა დააკლდათ მეორე ლიგაში გადასასვლელად. ლომთაძემ სამ პარტნიორთან — ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად კლუბის 90%-იანი წილი შეისყიდა.
აღღნიშვნაა, რომ მიხეილ ლომთაძე ასევე ფლობს ყაზახურ კლუბ „ჟენისს“, სადაც მთავარი მწვრთნელია ბათუმის „დინამოს“ ყოფილი თავკაცი ანდრეი დემჩენკო.
ბათუმური ფეხბურთის გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ მსოფლიოს წარმატებული ბათუმელი ბიზნესმენი ერთ დღეს მშობლიურ კლუბს — “დინამო ბათუმს” - მიმართავს ინტერესით.
ეს ნამდვილად იქნებოდა განსაკუთრებული ისტორია", - წერს "აჭარის ფეხბურთი".
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
