15 ნოემბერს 21:00 საათზე საქართველოს ნაკრები ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთს უმასპინძლებს.
მატჩის წინა დღეს გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციები გამართეს.
გთავაზობთ ჩვენი გუნდის თავკაცის, ვილი სანიოლის სრულ კომენტარს:
"გუნდში ატმოსფერო ახლა იმაზე კარგია, ვიდრე სექტემბერსა და ოქტომბერში იყო. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ. ფეხბურთელებს ვუხსნი, თუ სად ვხედავ მათ მომავალში და ვეუბნები, რომ მათ დიდი მიზნების მიღწევა შეუძლიათ. ამ კვირაში მათი მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ.
რაც შეეხება იური ტაბატაძეს, მასთან ბევრი არ მისაუბრია, რადგან, როცა ახალი ფეხბურთელი მოდის, ის სიტუაციას უნდა დააკვირდეს. ის აქ ყოფნას იმსახურებს, რადგან საინტერესო ფეხბურთელია. შეიძლებოდა, რომ წინა თვეებშიც გამომეძახებინა, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ქართველი გულშემატკივარი მას მომავლ დღეებში უკეთ გაიცნობს და გაიგებს, თუ რა შეუძლია.
როგორც გასულ თვეშ ვთქვი, ესპანეთი მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. ამბიცია, რომ მათძე უკეთესები ვართ არ არსებობს, რადგან ეს შეუძლებელია. ვფიქრობ, წინა თამაში, როცა 2:0 წავაგეთ, შეიძლებოდა მეტითაც წაგვეგო, მაგრამ რაც არ მომეწონა ეს იყო ფეხბურთელების ემოცია. ისინი, თითქოს შეშინებულები თამაშობდნენ, არ იგრძნობოდა ბრძოლა და ჟინი. ფანებსაც სურთ, რომ ფეხბურთელებმა მოგების ამბიცია აჩვენონ.
რა თქმა უნდა, შეცდომები ბვერია და ბვერიც შეგვიძლია ვისაუბროთ. ევრო 2024-ის შემდეგ დაგვჭირდა დრო, რომ მიწაზე დავშვებულიყავით. შეიძლება ითქვას, რომ ამხელა წარმატების შემდეგ ის ამბიცია, რომელიც გუნდში იყო ჩაქვრა, ახლა კი ეს უნდა დავაბრუნოთ.
ჩვენ პატარა გუნდი ვართ და, როცა 2 ან 3 ფეხბურთელს რაიმე აწუხებს, მათი სათანადოდ ჩანაცვლეა გვიჭირს. ამიტომაც აუცილებელია, რომ ნაკრებში ახალი სახეები გამოჩნდნენ, რადგან ერთი და იმავე მოთამაშეებზე არ ვიყოთ დამოკიდებულები.
ჩემი მესიჯი ქართველების მიმართ? გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებასავითაა. არის რთული და კარგი მომენტებიც, სწორედ ახლა გვჭირდება მხარდაჭერა. იმისათვის, რომ სიყვარული ძლიერი იყოს, ორივე მხარე უნდა წავიდეს დათმობაზე. ასე, რომ დაგვიჭირეთ მხარი და ერთად წავიდეთ წარმატებისკენ.
ესპანეთის გოლი არ გაუშვია? რა თქმა უნდა, გოლის გატანა ჩვენი მიზანია.
ჩემი ინფორმაციით, მიქაუტაძე მალე დაბრუნდება. კაკაბაძე კი ამ წელს ვეღარ ითამაშებს. ის 2026 წლიდან დაბრუნდება", - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.ა
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
