რამაზ სვანაძე: "ჩემს მიმართ კრიტიკაა. ეს ნორმალურია. წერონ, რაც უნდათ..." რამაზ სვანაძე: "ჩემს მიმართ კრიტიკაა. ეს ნორმალურია. წერონ, რაც უნდათ..." » Footballnews რამაზ სვანაძე: "ჩემს მიმართ კრიტიკაა. ეს ნორმალურია. წერონ, რაც უნდათ..."
გათიშვა

რამაზ სვანაძე: "ჩემს მიმართ კრიტიკაა. ეს ნორმალურია. წერონ, რაც უნდათ..."

რამაზ სვანაძე: "ჩემს მიმართ კრიტიკაა. ეს ნორმალურია. წერონ, რაც უნდათ..."
2 საათის და 26 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უახლეს ინტერვიუში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა:

"ნაკრებში მოსვლა რთულ დროს მომიწია. 

ჩემს მიმართ კრიტიკაა. ეს ნორმალურია. წერონ, რაც უნდათ. ეს სულ იქნება და ჩვენც სულ ვილაპარაკებთ. 

ვფიქრობ, სიტუაცია ზედმეტად დრამატიზირებულია. ისეც არ არის, თითქოს საქართველოში ფეხბურთი დამთავრდა. ეტაპ-ეტაპ ჩვენ უნდა ვიშრომოთ, რათა 2028 წლის ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.

ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის წინ განწყობა ნორმალურია. იდეალურად ვერ იქნება საქმე, ცხრილიდან და ბოლო თამაშებიდან გამომდინარე, მაგრამ ერთად უნდა ვეცადოთ გამოსწორებას. 

შემადგენლობის ძირფესვიანად შეცვლის ფუფუნება არ გვაქვს. წარსულით ცხოვრება არ მიყვარს, მაგრამ იმასაც ნუ დავივიწყებთ, რა გააკეთეს ამ ფეხბურთელებმა".

გირჩევთ