• 05-07-2023
    ჩალჰანოღლუ "ინტერში" 2027 წლამდე დარჩება
    ჩალჰანოღლუ "ინტერში" 2027 წლამდე დარჩება
    Author of the article
    Aa

    ალესანდრო ბასტონის შემდეგ, მილანის "ინტერმა" ჰაქიმ ჩალჰანოღლუსთანაც მიაღწია შეთანხმებას ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე.

    თუ ბასტონიმ ხელი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა, თურქი ნახევარმცველი "ნერაძურიში" 2027 წლის ივლისამდე დარჩება.

    ჰაქანს "ინტერნაციონალესთან" აქამდე მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივლისში ეწურებოდა. მხარეებს შორის თანამშრომლობის გაგრძელება მოსალოდნელი გახლდათ, რადგან ჩალჰანოღლუ მილანის შავ-ლურჯ მხარეში დიდებულად გამოიყურება. "ინტერის" მაისურით ჩატარებულ 95 მატჩში მან თავი 12 გოლითა და 21 ასისტით გამოიჩინა.

    ვახსენოთ, რომ 29 წლის ფეხბურთელი "ინტერს" თანაქალაქელი "მილანიდან", 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა.

    ჩალჰანოღლუმ "ნერაძურისთან" ერთად იტალიის სუპერთასისა და იტალიის თასის 2-2 გათამაშება მოიგო. სიმონე ინძაგის გუნდის რიგებში მან ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც უწია, სადაც "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა, ანგარიშით 0:1.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები