• 22-05-2023
    ბექა მიქელთაძემ “ნიუკასლ ჯეტსი” დატოვა!
    ბექა მიქელთაძემ “ნიუკასლ ჯეტსი” დატოვა!
    Aa

    25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, ბექა მიქელთაძემ “ნიუკასლ ჯეტსი” დატოვა. ახალგაზრდა მოთამაშეს ავსტრალიურ გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა.

    მხარეებმა ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

    “მადლობა ყველაფრისთვის, ეს გუნდი ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება. წარმატებები”. - წერს ქართველი მოთამაშე სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, 25 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის ჩატარებულ 23 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები