24-05-2023

კვლავ ბრწყინავენ! - გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ

ავტორი
ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ.
ზურიკომ გასულ ტურში “ბორდოს” მაისურით “ლავალს” გაუტანა, გიორგიმ კი “მეცის” მაისურით “გენგამის” კარის აღება მოახერხა.
საგულისხმოა, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში სიმბოლურ გუნდში ერთად თავი მეოთხეჯერ მოიყარეს.
ასე რომ, ზუკას და გიორგის კვირის სიმბოლურ გუნდში ერთად მოხვედრა ტრადიციად ექცათ.
საგულისხმოა, რომ ამ ორი ფეხბურთელის გუნდიდან ერთ-ერთს ვიხილავთ ლიგა 2-ში. ამჟამად “ბორდო” მე-2 ადგილზეა, “მეცი” კი მე-3 პოზიციაზე იმყოფება.
ტეგები:
Facebook კომენტარები