

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ევროპაში ბრწყინვალედ იასპარეზა.
Sports-მა სეზონის საუკეთესო ტრანსფერები დაასახელა. ცხადია, აღნიშნულ სიაში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. “ნაპოლის” ქართველმა ლეგიონერმა მე-2 ადგილი დაიკავა, პირველი პოზიცია კი “მანჩესტერ სიტის” ახალწვეულმა, ერლინგ ჰოლანდმა დაისაკუთრა.
“მისი თამაშის მთავარი პლუსი ის არის, რომ არაპროგნოზირებადია. ქართველ ფეხბურთელს განსხვავებული დრიბლინგი და ცრუმოძრაობები ახასიათებს. მისი საწყისი 3 გოლი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გახლდათ. ჯერ თავით, შემდგომ მარჯვენა, შემდეგ კი მარცხენა ფეხით. ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი სეზონის განმავლობაში მოლოდინებს გადააჭარბა და ვიქტორ ოსიმენთან ერთად სერია ა-ს საუკეთესო დუეტი შექმნა. გულშემატკივრებს ხვიჩა ძალიან უყვართ და მას კვარადონას ეძახიან”, - წერს რუსული სააგენტო.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 41 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.