14-08-2024
მათე საური პორტუგალიურ გუნდში ითამაშებს
Author of the article
19 წლის ქართველი ფეხბურთელი, მათე საური კარიერას პორტუგალიურ “რიუ ავეში” გააგრძელებს.
Crystalsport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათე საური “რიუ ავეს” მთავარ და 23-წლამდე გუნდთან ერთად ივარჯიშებს, სათამაშო პრაქტიკას კი 23-წლამდე და 19-წლამდე გუნდში მიიღებს.
საგულისხმოა, რომ “რიუ ავეს” ქართველ მეკარეს ვიტალი დარასელიას თასიდან მოყოლებული აკვირდება.
ცნობისთვის, “რიუ ავეში” გიორგი გოგია და გიორგი ქარსელაძეც ასპარეზობენ.
ტეგები:
Facebook კომენტარები