• 07-06-2023
    ვინ უნდა შეცვალოს სპალეტი - ფედელეს მოსაზრება
    ვინ უნდა შეცვალოს სპალეტი - ფედელეს მოსაზრება

    ყოფილმა საფეხბურთო აგენტმა და "პარმას" ექს-სპორტულმა დირექტორმა, ენრიკო ფედელემ, რომელიც ახლა საფეხბურთო მიმომხილველის როლს ირგებს, "ნაპოლის" შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

    გამოცდილმა ფუნქციონერმა "პარტენოპეის" მთავარი მწვრთნელობის კანდიდატები ურჩია.

    "როგორც ჩანს, სპალეტი მიდის. "ნაპოლიში" სიამოვნებით ვნახავდი ლუის ენრიკეს ან ანტონიო კონტეს. ჩემი აზრით, ისინი ყველა პრობლემას მოაგვარებდნენ.

    მართალია, ლუჩანომ უდიდესი სამუშაო გასწია, მაგრამ 2 წლის შემდეგ მწვრთნელის შეცვლა საჭიროა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდი შეიძლება კრიზისში აღმოჩნდეს," - აცხადებს ფედელე.

    შეგახსენებთ, რომ სპალეტიმ კარიერაში ერთწლიანი პაუზა აიღო.

    რაც შეეხებათ ნეაპოლელთა მესაჭეობის კანდიდატებს, ლუის ენრიკეს ვარიანტი თითქმის გამოირიცხა, რადგან ლუჩოს ინგლისის პრემიერ ლიგაში მუშაობის პერსპექტივა უფრო ხიბლავს. აქტიურად არ წერენ არც კონტეს შესახებაც. ამ მომენტისთვის, აურელიო დე ლაურენტისის კლუბში ყველაზე რეალურ კანდიდატად ვინჩენცო იტალიანოს მიიჩნევენ.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები