• 12-07-2023
    საბა საზონოვი: “ამ დონის შეჯიბრში მონაწილეობა ცხოვრებაში პირველად მივიღე”
    საბა საზონოვი: “ამ დონის შეჯიბრში მონაწილეობა ცხოვრებაში პირველად მივიღე”

    საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა, საბა საზონოვმა მოსკოვის “დინამოს” პრესსსამსახურთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

    “ევროპის ჩემპიონატზე გასაოცარი ატმოსფერო იყო. ცხოვრებაში პირველად მივიღე მონაწილეობა ამ დონის შეჯიბრებაში. განსაკუთრებით კარგად მახსოვს პორტუგალიასთან შეხვედრა, რადგან აქ შედგა ჩემი ოფიციალური დებიუტი, თანაც გოლი გავიტანე. გამორჩეული ეპიზოდი იყო. ტურნირისთვის სერიოზულად მოვემზადეთ, ყველა ფეხბურთელმა დიდი კინი გამოავლინა და საბოლოო ჯამში თავი მშვენივრად წარმოვაჩინეთ.

    ცხადია, სასიამოვნო იყო სხვადასხვა ვერსიით მთელი ტურნირის სიმბოლურ გუნდში მოხვედრა. ვფიქრობ, ეს ამტკიცებს იმ შრომის ფასს, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში გავწიე.

    ცოტა დავისვენე. ცხადია, უფრო ხანგრძლივი შვებულება მინდა, თუმცა მესმის, რომ სეზონი მალე დაიწყება. მე და ლუკა გაგნიძე ევროპის ჩემპიონატიდან დინამოში დავბრუნდით. ბიჭებმა მითხრეს, რომ ახალი მწვრთნელი საკმაოდ მოსთხოვნია. დღეს მას პირველად შევხვდი, პირველი შთაბეჭდილება უკვე დატოვა, ახლა კი ვარჯიშის დროს ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ”. - განაცხადა საზონოვმა.

    Facebook კომენტარები