• 08-06-2023
    გადაწყდა! - ლაშა დვალი აპოელ-ში რჩება
    გადაწყდა! - ლაშა დვალი აპოელ-ში რჩება

    როგორც მოგეხსენებათ, 28 წლის ქართველი ფეხბურთელი, ლაშა დვალი გასული სეზონის სტარტზე აპოელ-ს შეურთდა.

    მხარეებს შორის 1 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც მალე უკვე იწურება.

    Balla.com-ის ცნობით, ლაშა დვალი კვიპროსულ გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩება. 28 წლის ფეხბურთელი უახლოეს მომავალში კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

    საგულისხმოა, რომ ლაშამ აპოელ-ში დარჩენის სანაცვლოდ ხელფასი დაიკლო, რაც ორმაგად დასაფასებელია.

    ცნობისთვის, 28 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

    Facebook კომენტარები