როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 22 წლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში სადებიუტო სეზონში სრული ფურორი მოახდინა.
უკრაინულმა გამოცემა Sport.ua-მ შიდა ჩემპიონატებში გოლს+ასისტის მიხედვით საუკეთესო ფეხბურთელები გამოარჩია, სადაც ცხადია, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.
კვარამ სერია ა-ში 12 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.
კვარა ამ სტატისტიკით ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მე-7 ადგილზე გავიდა.
1. ლიონელ მესი (პსჟ - 31 ქულა 15 გოლი 16 ასისტი)
2. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული - 30 ქულა, 19 გოლი 11 ასისტი)
3. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო - 27 ქულა, 14 გოლი 13 ასისტი)
4. რენდალ კოლო-მუანი (აინტრახტი - 25 ქულა, 14 გოლი 11 ასისტი)
5. ნეიმარი (პსჟ - 24 ქულა, 13 გოლი 11 ასისტი)
6. ბუკაიო საკა (არსენალი - 24 ქულა, 13 გოლი 11 ასისტი)
7. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი - 22 ქულა 12 გოლი 10 ასისტი)
8. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი 21 ქულა - 11 გოლი 10 ასისტი