• 15-07-2023
    ბერნარდუ სხვა ყველაფერს აჩერებს - "ბარსას" შანსი აქვს
    ბერნარდუ სხვა ყველაფერს აჩერებს - "ბარსას" შანსი აქვს

    "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელი ნახევარმცველის, ბერნარდუ სილვასა და "ბარსელონას" სატრანსფერო საგის ახალი ტალღა უკვე აზვირთდა.

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 28 წლის ვარსკვლავმა "პარი სენ-ჟერმენისა" და საუდის არაბეთის კლუბებისგან მიღებული ყველა შეთავაზება გვერდით გადადო. ბერნარდუ ახლა "ბლაუგრანას" ელოდება, რადგან კატალონიურ გრანდში თამაში მისი ოცნებაა.

    "ლურჯ-ბროწეულისფერნი" "ქალაქელებს" იჯარას+გამოსყიდვის ვალდებულებას შესთავაზებენ, მაგრამ ჯერ უცნობია, თანახმანი იქნებიან თუ არა მანჩესტერში სილვას ასეთი ფორმით გაშვებაზე.

    "ბარსას" პორტუგალიელისადმი ინტერესი ყოველთვის ჰქონდა. ნახევარმცველის აგენტი ჟორჟე მენდეში ყველაფერს აკეთებს, რათა ტრანსფერი შედგეს. ძალისხმევას გაიღებს თავად ფეხბურთელიც, თუ დაინახავს, რომ "ბარსელონა" საქმეს სერიოზულად მოეკიდება.

    წყაროს თანახმად, მენდეშსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უკვე შედგა.

    შეგახსენებთ, რომ სილვას დამატებას "ბლაუგრანა" 2022 წლის ზაფხულშიც ცდილობდა.

    გასულ სეზონში ჩატარებულ 55 მატჩში ბერნარდუმ 7 გოლი და 8 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები