• 17-07-2023
    თუ "ბაიერნში" ტრანსფერი არ გამოვიდა, მამარდაშვილი კიდევ ერთ გრანდს ჭირდება
    თუ "ბაიერნში" ტრანსფერი არ გამოვიდა, მამარდაშვილი კიდევ ერთ გრანდს ჭირდება

    როგორც მოგეხსენებათ, “მანჩესტერ იუნიატედმა” 27 წლის კამერუნელი მეკარის, ანდრე ონანას ტრანსფერი ოფიციალურად დახურა.

    შედეგად, გიორგი მამარდაშვილს კარიერის 2 გუნდში გაგრძელების შესაძლებლობა აქვს.

    ყველაფერი იან ზომერზეა დამოკიდებული. თუ შვეიცარიელი მეკარე მიუნხენის “ბაიერნში” დარჩება, მამარდაშვილი მილანს “ინტერში” ითამაშებს, ხოლო თუ ზომერმა მილანურ გუნდში კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა, ქართველი მეკარე “რეკორდმაისტერს” მიაშურებს.

    თუ გავლენიან სპორტულ ჟურნალისტს, ფაბრიციო რომანოს ვენდობით, ზომერი “ინტერს” უახლოვდება, რაც მამარდაშვილის “ბაიერნში” გადასვლის შანსებს საგრძნობლად ზრდის.

    Facebook კომენტარები