• 08-06-2023
    "იუნაიტედი" კეინის ტრანსფერში მაგუაიერის ჩართვას გეგმავს
    "იუნაიტედი" კეინის ტრანსფერში მაგუაიერის ჩართვას გეგმავს
    Author of the article
    Aa

    ბრიტანული გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, "ტოტენჰემის" სატრანსფერო სამიზნეებს შორის "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშეა. 

    ლონდონურ კლუბს ჰარი მაგუაიერის შეძენა სურს, რომლის ოლდ ტრაფორდიდან წასვლაც ფაქტობრივად გადაწყვეტილია. 

    ყველასთვის ცნობილია, რომ "იუნაიტედს" ჰარი კეინის შეძენა სურს, ამიტომ, შესაძლოა, კლუბმა მაგუაიერი ტრანსფერში გამოიყენოს. 

    "იუნაიტედს" შეუძლია ინგლისელი მცველი ტრანსფერში ჩართოს და "ტოტენჰემს" კეინის სანაცვლოდ ნაკლები თანხა გადაუხადოს. 

    ჯერჯერობით, უცნობია, როგორი პოზიცია აქვთ "დეზებს" პოტენციურ გაცვლაზე.

    Facebook კომენტარები