• 19-07-2023
    "ბაიერნში თამაში თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა " - ოფიციალურად კიმი "ბაიერნის" ფეხბურთელია
    "ბაიერნში თამაში თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა " - ოფიციალურად კიმი "ბაიერნის" ფეხბურთელია

    ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელის, კიმ მინ ჯეს გარშემო მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დიდი მითქმა-მოთქმა იყო გამართული, ხალხს ვერ გაეგო დატოვა თუ არა კიმმა "ნაპოლი".

    დღეს "მიუნხენის ბაიერნმა" ოფიციალურად დაადასტურა სამხრეთ კორეეელის ტრანსფერი, მან "ბავარიელებთან" 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

    თავად კიმმა ამ ტრანსფერის შესახებ ისაუბრა:

    ""ბაიერნში თამაში თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა. წინ ბევრი რამ მელის მიუნხენში. ჩემთვის ეს ტრანსფერი ახალი დასაწყისია - როგორც ფეხბურთელი ზრდად ამიერიდან აქ გავაგრძელებ. მოლაპარაკების პირველივე დღიდან კარგად მივხვდი, რომ ჩემს მიმართ დიდი ინტერესი იყო კლუბში. პირველი მიზანი ასეთია - რაც შეიძლება ბევრი მატჩი ვითამაშო ბაიერნის მაისურით. მინდა მოვიგო იმდენი ტიტული, რამდენიც შესაძლებელია"."

    აქვე გეტყვით, რომ "ბაიერნმა" კიმში მისი გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევრო გადაიხადა.

    Facebook კომენტარები