• 30-04-2022
    მამარდა მატჩის მეფეა - მორიგი ბრწყინვალე პერფომანსი
    მამარდა მატჩის მეფეა - მორიგი ბრწყინვალე პერფომანსი

    "ვალენსიას" 22 წლის ქართველი გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ ასპარეზობას აგრძელებს.


    ახალგაზრდა მეკარემ დღეს "ღამურების" კარი ვალენსიურ დებრიში, "ლევანტეს" წინააღმდეგ დაიცვა და იმდენად კარგად ითამაშა, რომ ლა ლიგამ მატჩის მეფედაც დაასახელა.


    გიორგიმ 5 სეივი შეასრულა. სხვათა შორის, მან ყვითელი ბარათიც დაიმსახურა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, Sofascore-ისგან საკმაოდ მაღალი სარეიტინგო ქულა (7.3) დაემსახურებინა.


    სამწუხაროდ, მამარდას კარგი თამაში "ვალენსიასთვის" გასამარჯვებლად საკმარისი არ გამოდგა. "ლოს ჩე" 27-ე წუთზე უგო დურომ დააწინაურა და მატჩის ბოლომდე იგებდა კიდეც, მაგრამ 81-ე წუთზე ანგარიში ოსკარ დუარტემ გაათანაბრა.


    ცნობისთვის, "ღამურებს" ახლა 43 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებენ.

    Facebook კომენტარები