• 08-06-2023
    უარი "ბარსელონას" - "ნაპოლიში" ზაფხულისთვის გადაწყვეტილება მიიღეს
    უარი "ბარსელონას" - "ნაპოლიში" ზაფხულისთვის გადაწყვეტილება მიიღეს

    აგვისტოში ბარსელონაში გამპერის თასი ტარდება, სადაც ევროპის ტოპ გუნდები ერთმანეთს ამხანაგურ მატჩებში ხვდებიან.

    წელს მოწვევა "ნაპოლიმაც" მიიღო, თუმცა იტალიურმა გუნდმა "ბარსელონასთან" თამაშზე უარი თქვა.

    ამ დროისთვის "ნაპოლის" შეკრება ახალი დაწყებული ექნება და კლუბში ფიქრობენ, რომ უმჯობესი იქნება სხვა გუნდებთან ამხანაგური თამაშების ჩატარება.

    "ნაპოლი" შეკრებას 28 ივლისს იწყებს.

    Facebook კომენტარები