01-05-2022

ხოსე ბორდალასი: “მამარდაშვილი ძალიან მაღალ დონეზეა”

ავტორი
დღეს ლა ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში "ვალენსიამ" შინ "ლევანტე" მიიღო, მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.
აღნიშნულ მატჩის "მეფედ" საქართველოს ნაკრებისა და "ღამურების" 21 წლის მეკარე, გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.
შეხვედრის შემდეგ "ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა ქართველ მეკარეზე ისაუბრა:
"ბიჭი წარმოუდგენელია, მამარდაშვილი ძალიან მაღალ დონეზეა. Ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. ხაუმე და ჯასპერი მას ძალიან ეხმარებიან", - განაცხადა ხოსე ბორდალასმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში მიმდინარე სეზონში მე-16 მატჩი ჩაატარა.
ტეგები:
Facebook კომენტარები