01-05-2022

VIDEO: ბრწყინვალე გდება! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალშია

ავტორი
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილი 1/4 ფინალში გავიდა.
გურამმა პირველ წრეში გერმანელი მეტოქე დაამარცხა და შედეგად 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ გურამისთან ერთად ასპარეზობას ვარლამ ლიპარტელიანი და ლუკა მაისურაძეც აგრძელებენ.
სამწუხაროდ, ილია სულამანიძე და სოფიო სომხიშვილი ასპარეზობას გამოეთიშნენ.
ცნობისთვის, გურამ თუშიშვილის მეტოქე 1/4 ფინალში ნიდერლანდელი როი მეიერი იქნება.
ტეგები:
Facebook კომენტარები