01-05-2022

VIDEO: კაპიტანი დაბრუნდა! - ვარლამ ლიპარტელიანის პირველ გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე

ავტორი
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანი 1/4 ფინალში გავიდა.
ვარლამმა პირველ წრეში გერმანელი კარლ-რიჩარდ ფრეი დაამარცხა და შედეგად 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ვარლამთამ ერთად ასპარეზობას გურამ თუშიშვილი და ლუკა მაისურაძეც აგრძელებენ.
სამწუხაროდ, ილია სულამანიძე და სოფიო სომხიშვილი ასპარეზობას გამოეთიშნენ.
ცნობისთვის, ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპაიდის შემდეგ პირველად ასპარეზობს.
ტეგები:
Facebook კომენტარები