• 22-07-2023
    ცნობილია - რამდენი გამოიმუშავეს ქართულმა კლუბებმა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვით
    ცნობილია - რამდენი გამოიმუშავეს ქართულმა კლუბებმა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვით

    მოგეხსენებათ, ქუთაისის "ტორპედომ" და გორის "დილამ" ლონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი წარმატებით გაიარეს.

    მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ეტაპის გადალახვით გუნდებმა 150,000 ევრო გამოიმუშავეს, რაც ორივე მათგანს საკმაოდ წაადგებათ.

    აქვე გეტყვით, რომ შემდეგ ეტაპზე "ტორპედო" ყაზახურ "აქტობეს" დაუპირისპირდება,რაც შეეხება "დილას" მათი მეტოქე უკრაინული "ვორსლა პოლტვა" იქნება. 

    აღნიშნული დაპირისპირებები 27 ივლისს და 3 აგვისტოს გაიმართება.

    Facebook კომენტარები