• 02-05-2022
    დიდი აღიარება! - გიორგი წიტაიშვილი “ვისლას” თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
    დიდი აღიარება! - გიორგი წიტაიშვილი “ვისლას” თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

    საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი, გიორგი წიტაიშვილი კრაკოვის "ვისლას" აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.


    ეს შედეგი მეტად განსაკუთრებულია იქიდან გამომდინარე, რომ წიტაიშვილი უკრაინულ გუნდს სწორედ აპრილში შეუერთდა.


    21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა აპრილში ჩატარებულ 4 მატჩში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.


    შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილმა ფიფას მიერ ამოქმედებული ახალი წესი გამოიყენა და "ვისლას" 3-თვიანი იჯარით შეუერთდა.



    Facebook კომენტარები