• 08-06-2023
    გიუნდოგანით "პსჟ-ც" დაინტერესდა
    გიუნდოგანით "პსჟ-ც" დაინტერესდა
    Author of the article
    Aa

    L'Equipe-ს ინფორმაციით, ილქაი გიუნდოგანისთვის ბრძოლაში ფრანგული "პარი სენ-ჟერმენიც" ერთვება.

    პარიზელები გერმანელი ნახევარმცველისადმი განსაკუთრებულ ინტერესს არ იჩენდნენ, თუმცა ყველაფერი ბოლო დღეებში შეიცვალა.

    რამდენიმე დღის წინ თითქმის გადაწყვეტილი ჩანდა, რომ ილქაი "ბარსელონას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდებოდა, მაგრამ ახლა ამას ასე დარწმუნებით ვეღარ ვიტყვით.

    გარდა საქმეში "პსჟ-ს" ჩარევისა, "ბარსას" ისიც აშფოთებს, რომ არაა გამორიცხული, გიუნდოგანმა "მანჩესტერ სიტისთან" ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი და "ეტიჰადზე" დარჩეს "სიტიზენები" ამაზე აქტიურად მუშაობენ.

    ბოლო ცნობების მიხედვით, 32 წლის ვარსკვლავი ახლა საკუთარ მომავალზე არ ფიქრობს და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალზეა კონცენტრირებული. ილქაი გადაწყვეტილებას სწორედ სეზონის მთავარი მატჩის შემდეგ მიიღებს.

    აქვე გეტყვით, რომ "სიტისა" და მილანის "ინტერის" ფინალი 10 ივნისს შედგება.

    Facebook კომენტარები