• 23-07-2023
    ალექს ტელესი კარიერას "ალ-ნასრიში" გააგრძელებს - რა თანხას მიიღებს "იუნაიტედი"
    ალექს ტელესი კარიერას "ალ-ნასრიში" გააგრძელებს - რა თანხას მიიღებს "იუნაიტედი"
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ალ-ნასრი" ალექს ტელესის სრულ ტრანსფერზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.

    ბრაზილიელი მცველი ოლდ ტრაფორდს დატოვებს და კარიერას საუდის არაბეთში, კრიშტიანუ რონალდუს გუნდში გააგრძელებს.

    როგორც ირკვევა, "იუნაიტედი" ამ გარიგებიდან მხოლოდ 6 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

    ტრანსფერი ჩავარდნის პირას იყო, როცა "ალ-ნასრიმ" სხვა სამიზნეების ძებნა დაიწყო, მაგრამ შეთანხმება მაინც შედგა.

    ტელესის წლიური ანაზღაურება 7 მილიონი გირვანქა იქნება.

    შეგახსენებთ, რომ 2020 წელს "იუნაიტედს" ტელესის "პორტუდან" ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდა.

    Facebook კომენტარები