• 23-07-2023
    გადაწყვეტილია! - გაბრიელ სიგუა “ბაზელში” ითამაშებს
    გადაწყვეტილია! - გაბრიელ სიგუა “ბაზელში” ითამაშებს

    Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისისი "დინამოს" ახალგაზრდა ფეხბურთელი, გაბრიელ სიგუა კარიერას "ბაზელში" გააგრძელებს.

    ამავე წყაროს ცნობით, 18 წლის ფეხბურთელი შვეიცარიაში ხვალ გაფრინდება.

    სიგუა თბილისის "დინამოს" აღზრდილი გახლავთ. ახალგაზრდა ფეხბურთელის დებიუტი დედაქალაქურ გუნდში 2022 წელს შედგა.

    სიგუამ თბილისური გუნდის მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    გაბრიელს უკვე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც აქვს.

    ცნობისთვის, "ბაზელი" გასულ სეზონში შვეიცარიის ჩემპიონატში მე-5 ადგილზე გავიდა.

    Facebook კომენტარები