• 09-06-2023
    გაირკვა! - რა ბედი ეწევა ფერან ტორესს
    გაირკვა! - რა ბედი ეწევა ფერან ტორესს

    როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელის, ფერან ტორესის მიმართ საკმაოდ დიდი ზეწოლა მიმდინარეობს.

    “ბარსელონას” გულშემატკივრების ნაწილი მისი თამაშით უკმაყოფილო არიან და 23 წლის ფეხბურთელის გუნდიდან გაგდებას ითხოვენ.

    საგულისხმოა, რომ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ლეო მესის მოსაყვანად “ბარსელონა” ტორესის გაყიდვას განიხილავდა.

    საბოლოო ჯამში, ყველა ჭორს ბოლო მოეღო. გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფერან ტორესი მომდევნო სეზონში კატალონიის “ბარსელონაში” დარჩება.

    ცნობისთვის, 23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 45 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები