• 24-07-2023
    "მე მშიერი გუნდი მჭირდება" - რუდი გარსიამ მომავალ სეზონზე ისაუბრა
    "მე მშიერი გუნდი მჭირდება" - რუდი გარსიამ მომავალ სეზონზე ისაუბრა

    ნაპოლის" ახალმა თავკაცმა, რუდი გარსიამ ჟურნალისტებთან მომავალი სეზონი და სხვადასხვა თემები მიმოიხილა:

    "მჭირდება მშიერი გუნდი. ჩემი მთავარი მიზანია მოთამაშეებმა გამარჯვების სურვილი არ დაკარგონ და წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთონ. ჩვენ იტალიაში საუკეთესო გუნდი ვართ და ეს მომდევნო სეზონებშიც უნდა გაგრძელდეს"

    "ოსიმენს ვესაუბრე, ვიქტორი ბედნიერია და "ნაპოლიში" დარჩენა სურს. ნიგერიელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია და იმედი გვაქვს, რომ შევინარჩუნებთ, თუმცა ფეხბურთში არასდროს უნდა თქვა არასდროს"

    "კიმის შემცვლელს აქტიურად ვეძებთ, თუმცა, როგორც ხედავთ, ჯერ არავინ დაგვიმატებია", - განაცხადა გარსიამ.

    Facebook კომენტარები