• 06-05-2022
    იტალიური მედია: "კვარაცხელიას ინსინიეს შემცვლელობის გარდა ამ როლის მორგება შეუძლია"
    იტალიური მედია: "კვარაცხელიას ინსინიეს შემცვლელობის გარდა ამ როლის მორგება შეუძლია"
    ავტორი
    Aa

    ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად ჩაირიცხება "ნაპოლის" რიგებში. ქართველი გარემარბი ლორენსო ინსინიეს შემცვლელად მოიაზრება. 


    იტალიური გამოცემა La Gazetta Dello Sport კვარაცხელიას ნეაპოლურ მომავალზე საინტერესო სტატიას აქვეყნებს:


    "ნაპოლის პრეზიდენტმა დაგვიდასტურა, რომ კვარაცხელია მათთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პირველი ტრანსფერი იქნება. როგორც ირკვევა, მისი მისია ინსინიეს შეცვლაა, თუმცა არ გამოვრიცხოთ, რომ კვარაცხელია სხვა პოზიციაზეც ვიხილოთ.


    მაგალითისთვის, ხვიჩას შეუძლია, იყოს ვინგერი ან იმოქმედოს თავდამსხმელის უკან, რათა შექმნილი სივრცეების იდეალურად გამოყენება შეძლოს", - წერენ იტალიურ მედიაში.

    Facebook კომენტარები