• 24-07-2023
    "ბარსელონამ" ჩადი რიადი "ბეტისში" გაყიდა
    "ბარსელონამ" ჩადი რიადი "ბეტისში" გაყიდა
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონამ" თავისი ახალგაზრდა მცველი, ჩადი რიადი "ბეტისში" გაყიდა.

    მართალია, ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა ფოტო, სადაც მაროკოელი ფეხბურთელი "ბეტისის" შარფით ხელშია გადაღებული. ჩადი სევილიაში ჩაფრინდა და მალე მას ახალ გუნდში წარადგენენ.

    ფაბრიციო რომანოს თუ დავუჯერებთ, რიადი "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 2.5 მილიონ ევროდ გაასხვისეს.

    "ბლაუგრანამ" 20 წლის მოთამაშის გამოსყიდვის უფლება დაიტოვა. გარდა ამისა, თუ "ბეტისმა" ჩადი სხვა კლუბში გაყიდა, სატრანსფერო თანხის 50% კატალონიელებს ერგებათ.

    გასულ სეზონში რიადმა ჯამში 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, მან ერთხელ "ბარსელონას" პირველ გუნდშიც ითამაშა - "ოსასუნასთან" მოგებულ შეხვედრაში 1 წუთი დაეთმო.

    Facebook კომენტარები