• 24-07-2023
    ბრატისლავა “სლოვანს” იური ტაბატაძის შეძენა კვლავ სურს
    ბრატისლავა “სლოვანს” იური ტაბატაძის შეძენა კვლავ სურს

    როგორც მოგეხსენებათ, წარსულში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრატისლავა “სლოვანს” გიორგი ჩაკვეტაძის შემცვლელად “საბურთალოს” ახალგაზრდა გარემარბის, იური ტაბატაძის გადაბირება სურდა.

    Crystalsport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სლოვაკური გუნდი ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს კვლავ ინარჩუნებს.

    შედეგად, დიდი შანსია, რომ 23 წლის ფეხბურთელი ვლადიმირ ვაისის გუნდში ჩაირიცხოს და გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას თანაგუნდელი გახდეს.

    ცნობისთვის, იური ტაბატაძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები