07-05-2022

უკვე მესამედ- მამარდაშვილი მატჩის საუკეთესოდ დასახელდა

ავტორი
ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურში ბილბაოს "ატლეტიკი" შინ "ვალენსიას" დაუხვდა. უპირატესობისდა მიუხედავად, მასპინძლებმა შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს. ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედაც ჩვენებური გიორგი მამარდაშვილი იყო.
ქართველმა მეკარემ აღნიშნულ მატჩში ხუთი ბურთის მოგერიება მოახერხა და მიმდინარე ჩემპიონატში მესამედ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე-King of the match!
"ღამურები" მეათე ადგილს იკავებენ 44 ქულით, მომდევნო ტურში კი "ბეტისს" უმასპინძლებენ.
ტეგები:
Facebook კომენტარები