• 25-07-2023
    გვარდიოლა: "უოკერი ჩვენთვის შეუცვლელია"
    გვარდიოლა: "უოკერი ჩვენთვის შეუცვლელია"
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ირწმუნება, რომ მისი კლუბი კაილ უოკერის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

    "უოკერი ჩვენთვის გასაოცრად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მას განსაკუთრებული უნარები აქვს, რომელთა სხვაგან მოძებნა ურთულესია. მისი სპეციფიური მახასიათებლები შეუცვლელია.

    დიახ, ჩვენ ის გვინდა. არ ვიცი, ბოლოს რა მოხდება. ვიცით, რომ კონტაქტზე ვართ. ორივე კლუბს ვგულისხმობ. ჩვენც ისევე ვიბრძოლებთ მისთვის, როგორც "ბაიერნი".

    ვერ გეტყვით, ეს ყველაფერი როგორ დასრულდება," - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

    პრესაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, 33 წლის ინგლისელი მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. "რეკორდმაისტერს" კაილთან კონტრაქტიც კი შეთანხმებული აქვს და მხოლოდ "სიტისთან" მოლაპარაკებაა დარჩენილი.

    სხვათა შორის, ოთხშაბათს "სიტი" და "ბაიერნი" ერთმანეთს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდებიან. გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ამ შეხვედრაში უოკერიც მიიღებს მონაწილეობას.

    შეხვედრა თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები