• 10-05-2022
    ცნობილია - რატომ არ შეიძინა "რეალმა" ჰოლანდი
    ცნობილია - რატომ არ შეიძინა "რეალმა" ჰოლანდი

    გუშინ, ცნობილმა ინგლისურმა გამოცემამ, The Athletic-მა დაადასტურა, რომ ერლინგ ჰოლანდი კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს.


    როგორც მოგეხსენებათ, ნორვეგიელ სუპერვარსკვლავს მადრიდის "რეალთანა" აქტიურად აკავშირებდნენ, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.


    ესპანური გამოცემა Carrusel Deportivo წერს მიზეზზე, თუ რატომ ვერ შედგა ჰოლანდის "ბლანკოსში" ტრანსფერი.


    წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება ყველაფერზე შედგა, გარდა გამოსასყიდი თანხის ოდენობისა.


    ირკვევა, რომ ერლინგს სურდა, მისი გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევრო ყოფილიყო, რაზეც მადრიდული გრანდის ხელმძღვანელობა უარს ამბობდა.


    საბოლოოდ, "ქალაქელებმა" ერლინგის ეს მოთხოვნა დააკმაყოფილეს და ვარსკვლავური ტრანსფერიც დაიბევეს.


    არ გამოვრიცხოთ ისიც, რომ "რეალმა" ჰოლანდისთვის მომდევნო წლებში გაიბრძოლოს, რადგან, როგორც ზევით აღვნიშნეთ, მისი გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევროა.

    Facebook კომენტარები