• 10-05-2022
    "სიტიმ" პოგბას კონტრაქტი შესთავაზა - პოლის საბოლოო პასუხი ცნობილია!
    "სიტიმ" პოგბას კონტრაქტი შესთავაზა - პოლის საბოლოო პასუხი ცნობილია!

    ძალიან გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" პოლ პოგბას ეტიჰადზე ეპატიჟება.


    პეპ გუარდიოლას ფრანგი ნახევარმცველი ძალიან მოსწონს და "სიტის" მისი ტრანსფერი შეუკვეთა, "ქალაქელები" კი საქმეში ჩაერთვნენ.


    პრემიერ ლიგის მოქმედმა ჩემპიონებმა პოგბას კონტრაქტიც შესთავაზეს, თუმცა ფრანგმა ფეხბურთელმა არ ისურვა "ქალაქელებთან" გადასვლა.


    წყაროს თქმით, პოგბას გეგმებში არ შედის პრემიერ ლიგაში დარჩენა, ამიტომ ის ნისლიან ალბიონს დატოვებს.


    ამ დროისთვის, 29 წლის ფეხბურთელის დამატების ფავორიტები "იუვენტუსი", "პარი სენ-ჟერმენი" და "რეალი" არიან.


    შეგახსენებთ, რომ პოლი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს გუნდს, ამიტომ "ეშმაკები" ხეირს ვერ ნახავენ.

    Facebook კომენტარები