• 11-05-2022
    წარმოუდგენელი ციფრები - რა დაჯდება ჰოლანდის ტრანსფერი
    წარმოუდგენელი ციფრები - რა დაჯდება ჰოლანდის ტრანსფერი
    ავტორი
    Aa

    ერლინგ ჰოლანდი მომავალი სეზონიდან "მანჩესტერ სიტის" ღირსებას დაიცავს. 


    Telegraph-მა ნორვეგიელი მეგავარსკვლავის ტრანსფერის დეტალები გაასაჯაროვა - როგორც ირკვევა, ეტიჰადელებს მისი გაფორმება 213 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდებათ. 


    უშუალოდ ტრანსფერში, "სიტი" გამოსასყიდ თანხას, 75 მილიონ ევროს გადაიხდის. ამას ემატება ხელფასი - 5 წელიწადის განმავლობაში, ჰოლანდი 107 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს, რაც შეეხება მის წარმომადგენლებს, ისინი 42 მილიონი გირვანქა ერგებათ.


    ჰოლანდისთვის ბრძოლაში ფავორიტებად მადრიდის "რეალი", "ბარსელონა" და "სიტი" ითვლებოდნენ, საბოლოოდ, მან არჩევანი ინგლისურ გრანდზე შეაჩერა.

    Facebook კომენტარები